ახალგაზრდა აშუღ-ყარიბი სატრფოს ნათესავებმა სიღარიბის გამო დაიწუნეს. ვაჟი ქონების მოსახვეჭად შორ გზას დაადგა. დიდხანს იმოგზაურა. ბოროტს ბევრჯერ გადაეყარა, მაგრამ ბოროტითვე არ უპასუხა, ტყვეობაში სიმღერაც ვერ შეძლო. შიშველიც იყო და მდიდრული სამოსიც ემოსა, თუმცა გემო მხოლოდ საკუთარ ღარიბულ კერაზე გამომცხვარ პურს ჩაატანა. სიმდიდრე ვერ იშოვა, ბევრი რამ კი შეიცნო და ერთგულ სატრფოს კვლავ უპოვარ პოეტად დაუბრუნდა.