დაიბადა 1961 წლის 14 აპრილს ქ. თბილისში. ხუთი წლიდან ეუფლებოდა ფიგურულ სრიალს. 1972 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო ქორეოგრაფიულ სასწავლებელში (პედაგოგები გივი მეტრეველი და ვახტანგ ჭაბუკიანი). სასწავლებლის დამთავრების შემდეგ (1979) მოღვაწეობა დაიწყო თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის დასში წამყვან სოლისტად. 1989 წლიდან არის მოსკოვის სახელმწიფო თეატრის "რუსული ბალეტის" წამყვანი სოლისტი. საქართველოს დამსახურებული არტისტი.