დაიბადა თბილისში 1941 წლის 2 მარტს. 1960-1967 წ.წ. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში (თსსა) ფერწერის განყოფილებაზე (პედაგოგები - აპ. ქუთათელაძე, ს. ქობულაძე, ფ. ლაპიაშვილი). სადიპლომო ნამუშევარი: ”სვანეთი”. 1968 წლიდან მონაწილეობს გამოფენებში. 1971 წლიდან იყო რუსთაველის თეატრის მხატვარი, 1976 წლიდან მთავარი მხატვარი, ოპერისა და ბალეტის თეატრის მთავარი მხატვარი. პედაგოგად მუშაობდა თსსა-ში. დორტმუნდის კოლეჯის პროფესორი. საქართველოს დამსახურებული მხატვარი (1981). საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი(1979). თბილისის საპატიო მოქალაქე (2001).