კოლმეურნეები ყურძნის მოსავლიანობის ასამაღლებლად ვაზის ჯიშების განახლებას გადაწყვეტენ, ძველი ვენახების აჩეხვაში მათ პიონერებიც ეხმარებიან. გამოცდილ მევენახეს, პაპა გიგიას ვაზის განახლების მნიშვნელობა კარგად ესმის, მაგრამ საკარმიდამო ვენახის ამოძირკვა არ სურს. პაპის ურჩობით შეწუხებული დათო ვაზის აჩეხვას თვითონ დაიწყებს. პაპა მკაცრად დასჯის, მაგრამ როდესაც შვილიშვილს მისი მეგობრებიც გაკიცხავენ, გიგია დათმობს და ვენახს საკუთარი ხელით აჩეხავს.