დაიბადა 1948 წლის 9 ივლისს, სენაკში. 1967 წელს დაამთავრა თბილისის პირველი საშუალო სკოლა, 1971 წელს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის თეატრმცოდნეობის ფაკულტეტი. 1972-1986 წლებში – მუშაობდა საქართველოს თეატრალური საზოგადოების სარედაქციო-საგამომცემლო განყოფილებაში სხვადასხვა თანამდებობაზე (ინსპექტორი, ამავე განყოფილების გამგის მოადგილე, ამავე განყოფილების გამგე). 1987 წლიდან დღემდე მუშაობს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობებზე (სარეპერტუარო-სარედაქციო კოლეგიის უფროსი რედაქტორი, თეატრალური განყოფილების უფროსი, ხელოვნების სამმართველოს მრჩეველი, ხელოვნების სამმართველოს უფროსის მოადგილე, ხელოვნების და მუზეუმების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ხელოვნებისა და განათლების დეპარტამენტის დირექტორის მოდგილე, ხელოვნებისა და განათლების დეპარტამენტის დირექტორი). გამოქვეყნებული აქვს პუბლიკაციები ჟურნალ-გაზეთებში, არის შემდგენელი და წინასიტყვაობის ავტორი კრებულისა "ეროსი მანჯგალაძე".