ფილმის გმირი მაღალი თანამდებობის პირის შვილია. მშობლებს მისთვის არა სცალიათ და ბიჭის ერთადერთი მეგობარი მამამისის მძღოლია. გადის დრო, გელას მამას სამსახურიდან ხსნიან, მანქანას ჩამოართმევენ და ბიჭიც უმეგობროდ რჩება.