დაიბადა 1936 წლის 19 მარტს. დაამთავრა თბილისის პირველი საშუალო სკოლა. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია ქანდაკების სპეციალობის განხრით. პედაგოგები იყვნენე: ნიკოლოზ კანდელაკი, სერგო ქობულაძე, სილოვან კაკაბაძე და დ. გაბაშვილი. მისი შემოქმედება გამორჩეულია მუდმივი ძიებებით, ორიგინალურობითა და ფორმათა სიახლით: მკვეთრი ინდივიდუალობით, საგანთა და მოვლენათა არსში წვდომისა და განზოგადების დიდი ნიჭით. მისი ნამუშევრებია - პორტის საბავშვო ოთახი (ქ. ფოთი), ”დიდების კუბი” (ქ. სენაკი ), აკაკი წერეთლის მემორიალი (ქ. საჩხერე), ”მომლოდინე დედა” (ქ. თბილისი ეროვნულ გალერეასთან). გაფორმებული აქვს სულხან-საბა ორბელიანის ”ქილილა და დამანა”, შ. ბადრიძის ”საქართველოს ისტორია”, ბესიკ ხარანაულის, გივი ჭიჭინაძის და სხვათა კრებულები. მისი ნამუშევრები ინახება ავტორის ბინაში.