დაიბადა 1918 წლის 18 მარტს ქ. ხაშურში. 1937 წელს დაამთავრა თბილისის რკინიგზის მე–5 სკოლა და სწავლა განაგრძო კოტე მარჯანიშვილის თეატრთან არსებულ სტუდიაში. 1938–41 წ.წ. სწავლობდა შ. რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში სამსახიობო ფაკულტეტზე, რომლის დამთავრებისთანავე მუშაობა დაიწყო კოტე მარჯანიშვილის სახელობის აკადემიურ თეატრში. საქართველოს დამსახურებული არტისტი (1961).