პროსპერ მერიმეს მოთხრობის "მატეო ფალკონეს“ მიხედვით. 1921 წელი, საქართველო. მთავარი გმირი, მშრომელი გლეხი ჯუნა რევოლუციური პროცესებისგან თავს შორს იჭერს, მაგრამ ბედისწერა სხვაგვარად განსჯის. მამის შინ არყოფნის დროს ჯუნას მოზარდი ვაჟი დევნილ რევოლუციონერს შეიფარებს. მდევარი რევოლუციონერის გაცემის სანაცვლოდ ბიჭს იარაღს დაპირდება. ბავშვი ცდუნებას ვერ გაუძლებს, შინ დაბრუნებული ჯუნა შვილს უღირს საქციელს არ აპატიებს – საკუთარი ხელით გამოასალმებს სიცოცხლეს.