(საპირველაპრილო ტყუილი, რომელიც სიყვარულს ბადებს). გმირისათვის წარმოსახვა, განცდა – ერთადერთი გზაა ამ სამყაროდან სულიერ სამყაროში გაჭრისა. – ის თავის ოცნებაში – იდილიურ გარემოში წარმოიდგენს მშვენიერ გოგონას ვიოლინოთი ხელში, რომელსაც თითქოსდა თვითონ ყრუმუნჯი თხოვს გოგონას დაუკრას ვიოლინოზე. გაკვირვებული გოგონა მიუხედავად იმისა, რომ მის წინ ყრუმუნჯია, მაინც ასრულებს თხოვნას; დაუკრავს. გმირი მუსიკით აღფრთოვანებული გოგონას მიუძღვნის ლექსს – გოგონა – გაოგნებულ მდგომარეობაში ყრუ მუნჯის ჟესტიკულაციით არკვევს, რომ მის წინ ყრუმუნჯი არ ყოფილა, არამედ ყველაფერი ეს იყო ლამაზი ტყუილი, ორივე გახარებული ერთმანეთს ჩუქნიან სიცილს. პერსონაჟის მიზანი ტრანსცედენტურია – შეერთება გამთლიანება წინააღმდეგობით აღსავსე სამყაროსთან, ის წარმოსახვიდან ბრუნდება მატერიალურ სამყაროში, რომელიც სევდის მომგვრელია და იხსნება იმით, რომ არსებობს კონფლიქტი ამ ქვეყნად ჩვენს ცხოვრებასა და ტრანსცედენტურს შორის.