XVII საუკუნე. ავღანეთში ნაომარ, მშვიდობიან ცხოვრებას მონატრებულ ნერსე ბეჭისციხის პატრონს სამშობლო ირანის შაჰისგან დაბეჩავებული, საკუთარი ოჯახი კი მეზობელი გორგიჯანიძისგან შევიწროებული დახვდება. უცნობი ჭაბუკი რატი ნერსეს სამაჯურს გადასცემს, რომლის ტარების უფლება მხოლოდ სამშობლოსთვის შეწირულ, უბადლო მეომრებს აქვთ. ნერსე რატის საბრძოლო ხელოვნებას ასწავლის. ვაჟს მისი ქალიშვილი, გვანცა შეუყვარდება, მაგრამ ბედისწერა ყველას ტრაგიკულ დასასრულს უმზადებს.