1905 წლის რევოლუციური გამოსვლების ტალღამ საქართველოსაც გადაუარა. რკინიგზის პატარა სადგურის უფროსი ერმილე მეფის რეჟიმსა და რევოლუციურად განწყობილ აჯანყებულთა შორის დაპირისპირების ცენტრში აღმოჩნდება. მის გადაწყვეტილებაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. ერმილე სინდისს ვერ უღალატებს და თვითმპყრობლური რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას შესწირავს სიცოცხლეს.