ფილმი საბჭოთა სახელმწიფოს მეთაურის, იოსებ სტალინის ვაჟის, მეორე მსოფლიო ომში ნაცისტების საკონცენტრაციო ბანაკში ტყვედ ჩავარდნილი იაკობ ჯუღაშვილის ცხოვრების ტრაგიკულ ეპიზოდებს ასახავს. ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის მიუხედავად იაკობი არ გატყდა, ტყვეობაში დაიღუპა, როგორც რიგითი მეომარი.