დედით ობოლი დედუნა, პატარა დიასახლისი, დაცარიელებულ სოფელში მამასთან ერთად ცხოვრობს. დედის კაბებს იცვამს და გზას გასცქერის, თითქოს ვიღაცას ელის. ერთხელ მამა ღამის გასათევად ობოლ ბიჭს მოიყვანს, რომელიც ინტერნატიდან პაპისა და დიდედის სანახავად წამოსულა. ბიჭი მეორე დილით გზას გააგრძელებს, დედუნას კი ფიქრი უჩნდება, თითქოს ამიერიდან მასაც ჰყავს გულშემატკივარი ძმა, რომელიც გაჭირვების დროს მის გვერდით გაჩნდება.