ყოველდღიურად ერთად მგზავრობის მიუხედავად სარეისო ავტობუსის მგზავრები ერთმანეთის მიმართ გულგრილნი რჩებიან. მძღოლი მათ დაახლოებას გადაწყვეტს. ერთ დილით მგზავრებით სავსე ავტობუსს ქალაქგარეთ "გაიტაცებს" და ტყეში მიატოვებს. აღშფოთებულ მგზავრებს სხვა არაფერი დარჩენიათ, თუ არა ერთმანეთს გამოელაპარაკონ – მათ ყურადღებას ბუნების მშვენიერება მიიპყრობს, ერთმანეთს გულს გადაუშლიან... მძღოლი საღამო ხანს გამოჩნდება, ნასიამოვნებ მგზავრებს შეკრებს და ქალაქისკენ წამოიყვანს. ავტობუსიდან მხიარული სიმღერის ხმა ისმის.