სოფლელ ბიჭუნას, ლუკას, სკოლის დირექტორი სახარებას უპოვის, სასტიკად გაკიცხავს და ამხანაგების თვალწინ სანიმუშოდ დასჯის. კომუნისტური რეჟიმის პირობებში გაზრდილი მოსწავლე-პიონერები შემოქმედისადმი სიყვარულით განმსჭვალულ ლუკას ჯვარზე გააკრავენ.
ფილმში მონაწილეობენ გუდაჯვრის ხეობის სოფელ ანტოხის საშუალო სკოლის მოსწავლეები
ფესტივალები და პრიზები:
1998
პრიზი საუკეთესო სცენარისათვის, დსთ-სა და ბალტიისპირეთის ქვეყნების საერთაშორისო კინოფესტივალი "კინოშოკი" (ანაპა)