ფილმის გმირები ახალ წელს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასასვლელად ემზადებიან, ნუნუკას და ნოდარს ნიშნობა აქვთ, მყუდრო შეყვარებულისთვის სიყვარულის ორიგინალურად ახსნას აპირებს, თიკუნამ კი სპეციალურად დოლჩესთვის მკერდის გაზრდის ოპერაცია გაიკეთა. მაგრამ ფილმის მთავარი გმირები ნიკას და რობიკოს შვილები არიან, რომლებიც ახალ წელს ერთდროულად ევლინებიან ქვეყანას.