დეკემბრის სუსხიან დილას ქალაქის გარეუბანში, დაკეტილი წისქვილის კართან, საფქვავით დატვირთული ადამიანები იყრიან თავს. მეწისქვილის მოლოდინში საუბარს გააბამენ, ცეცხლს დაანთებენ, საიდანღაც სასმელიც გაჩნდება, სასმელს სადღეგრძელოები მოყვება... ბოლოს და ბოლოს მეწისქვილეც მოვა. შორიდან დიდი ქალაქის ხმაური ისმის, წისქვილთან კი ადამიანებმა დამეგობრება მოასწრეს.