ბოლშევიკების მიერ გაკრეჭილი მღვდელი მთის სოფელში სკოლას მოაწყობს – ხანდაზმულ თანასოფლელებს თავისუფალ დროს წერა-კითხვას ასწავლის. ბრიგადირი სტეფანე განათლებას დროის ფუჭ კარგვად მიიჩნევს, გლეხებს მოსვენებას არ აძლევს და სწავლას უშლის. სოფლელები არ ეპუებიან, სულიერებისკენ ილტვიან, გრძნობენ, რომ ადამიანი მხოლოდ კუჭის ამოსავსებად არ არის მოვლენილი ამ ქვეყნად.