ახალგაზრდა რეჟისორი ნინო ფილმის გადასაღებად ჯგუფის წევრებთან ერთად თუშეთში მიემგზავრება. გადაღების პროცესს მატერიალური, შემოქმედებითი და საწარმოო სირთულეები ახლავს. ნინოს ფილმის მთავარი გმირის როლის შემსრულებელი, ცნობილი მსახიობი ვაჟა შეუყვარდება, მაგრამ მალე მიხვდება, რომ მათ ურთიერთობას მომავალი არა აქვს. გულგატეხილი ნინო ძალას მოიკრებს და ფილმს დაასრულებს. პრემიერა წარმატებით ჩაივლის.