დაიბადა 1959 წლის 16 თებერვალს. დაამთავრა ახალგაზრდული სტუდია, სხვადასხვა დროს მუშაობდა: მეტეხის თეატრში (ხელმძღვანელი ს. მრევლიშვილი), მინიატურების სახელმწიფო თეატრში (ხელმძღვანელი თ. ჩანტლაძე), თბილისის სახელმწიფო აზერბაიჯანული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად და მთავარ რეჟისორად. მისი დაარსებულია ლიტერატურული თეატრი ,,ტატო,, (ნ.ბარათაშვილის სახლ მუზეუმში). დაარსების დღიდან დღემდე მუშაობს ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის ერთი მსახიობის თეატრში /თეატრი ,,ვერიკო" / მმართველის მოადგილედ, დირექტორ გამკარგულებლად. გადაღებულია მოსფილმში რეჟისორ ნ. ერშოვის ფილმში ,,დესანტი ორინგაზე" და დოვჟენკოს კინოსტუდიაში ფილმში ,,თოვლიანი ქორწილი". ამავე დროს ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას ასწავლის ხელოვნების სტუდიაში / ქ. რუსთავი/, თეატრისა და კინოს მსახიობის ოსტატობას.