მშობლიურ კუთხეში ჩასული ახალგაზრდა მოქანდაკე, თანასოფლელი ქალიშვილის მშვენიერებით შთაგონებული, ქანდაკების შექმნას გადაწყვეტს. ვაჟის ბებია და სხვა ახლობლები ქალ-ვაჟის დაახლოებას ხელს უწყობენ. მათ ერთმანეთი მართლაც შეუყვარდებათ, თუმცა კეთილისმსურველთა ზედმეტი ყურადღებით გაღიზიანებულები, მალე დაცილდებიან. გაღიზიანება მალე გაივლის და ახალგაზრდები ურთიერთობას თავად მოაგვარებენ.