მეორე მსოფლიო ომი. დათოს და ჩიჩოს მამა ფრონტზე იბრძვის. უკაცოდ დარჩენილი ოჯახის გაძღოლა ბიჭებმა იტვირთეს - საოჯახო საქმეს ასრულებენ, დედას შრომას უმსუბუქებენ, ტყიდან შეშას ეზიდებიან... ნაადრევად დაკაცებული ძმები თანასოფლელთა პატივისცემას იმსახურებენ.