დაიბადა 1936 წლის 24 იანვარს ქ. თელავში. 1960 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საკომპოზიტორო ფაკულტეტი (ა.ბალანჩივაძის კლასი), 1968 წელს - ასპირანტურა (ა. ბალანჩივაძის ხელმძღვანელობით). ახალგაზრდა კომპოზიტორების საკავშირო კონკურსის ლაურეატი (1962), საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე.