დაიბადა 1935 წლის 1 ნოემბერს ქ. თბილისში. 1969 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საკომპოზიტორო ფაკულტეტი (დ.თორაძის კლასი). იგი ასევე დაინტერესებული იყო ჰიდროაეროდინამიკით, ჰქონდა რიგი საინტერესო გამოგონებები - არატრადიციული წყალზედა და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებისა, რაზედაც მიღებული ქონდა პატენტები: N1217, 129/01-94, 19.04.1994 და N731, 924/01-95, 14.06.1995 წ. (გაცემული "საქპატენტი"-ს მიერ).