ალაზნის ველზე სარწყავი არხის მშენებლობას წინააღმდეგობები ახლავს თან. ადმინისტრაციულ-ბიუროკრატიული და საყოფაცხოვრებო პრობლემების გადაჭრაზე ზრუნვა მშენებლობის მთავარ ინჟინერს საკუთარი ოჯახისთვის დროს აღარ უტოვებს. საერთო კეთილდღეობისთვის კომპრომისებზე წასვლაა საჭირო, რაც არავის სურს. თუმცა წამოვა წყალი და პირად წენას ყველა დაივიწყებს.