დაიბადა 1927 წლის 24 აგვისტოს. 1951 წელს დაამთვარა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი და იმავე წლიდან მუშაობდა არქიტექტურის კათედრის ასპირანტად, იყო ინსტიტუტის პროფკავშირის კომიტეტის თავმჯდომარე. მონაწილეობდა ინსტიტუტის საესტრადო ორკესტრში (ხელმძღვანელი ი. ტუღუში), როგორც მომღერალი და მუსიკოსი (უკრავდა გიტარაზე). 1957-59 წლებში მუშაობდა საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების კომიტეტის თავმჯდომარედ. 1959-62 წლებში იყო თბილისის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის, ხოლო 1962-70 წლებში რუსთვალის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის დირექტორი. 1975-81 წლებში საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის გენერალური დირექტორი. 1991 წლიდან მუშაობდა თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის საკონცერტო პროგრამების ხელმძღვანელად. ღირსების ორდენის კავალერი (1996). საქართელოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე. თბილისის საპატიო მოქალაქე (2002).