ერთი სოფლის მცხოვრებთ უკმარისობის გრძნობა დაუფლებიათ იმის გამო, რომ ქართველებს სათანადოდო არ იცნობს ქვეყნიერება; მოთათბირების შემდეგ ამ მისიას კირილეს დააკისრებენ და დუნიაზე სამოგზაუროდ გაუშვებენ. გარემოებათა გამო კირილეს "ოდისეა" ჩაიშლება, მაგრამ სოფლელები თავს იმით ინუგეშებენ, რომ ოდესმე მსოფლიო მაინც შეიტყობს მათი ქვეყნის თავგადასავალს.