ცნობილმა პედაგოგმა სანდრომ ცხოვრების საინტერესო გზა განვლო, თუმცა ბევრი ოცნება აუხდენელი დარჩა. ჭარმაგი მოხუცი კვლავ საგმირო საქმეებზე ფიქრობს. დონ-კიხოტური შემართებით ილტვის კეთილი საქმეების განსახორციელებლად, წარმოიდგენს კიდეც, თითქოს თეთრი გემით შორეულ ქვეყანაში მიემგზავრება. სანდროს ცხოვრება რაღაცით ჰგავს დიდ ჩამავალ მზეს.