ცოლ-შვილის უეცარი დაღუპვით სასოწარკვეთილი ლევანა ჩაიკეტება, სახლიდან აღარ გამოდის. მხოლოდ გარდაცვლილთა პორტრეტებს ელაპარაკება. ერთხელ საკუთარი ხელით გაზრდილი ხარების ზმუილი შემოესმება – გამოფხიზლდება, ხარებს მიეფერება, უღელში შეაბამს და ხვნას შეუდგება.