ანცი გოგონა მანანა თავის ნებაზე ათამაშებს მოხუც ბებიასა და ბაბუას, რომლებიც დედის სიკვდილის შემდეგ ზედმეტად ანებივრებენ შვილიშვილს. ბავშვი გაკვეთილებს აცდენს, მამას, მეზობლებს და ამხანაგებს ატყუებს. საკუთარ ტყუილებში გახლართული მანანა ყველას უსიამოვნებაში გარევს და მიხვდება, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. ის პატიებას ითხოვს და პირობას დადებს, რომ ამიერიდან სამაგალითო მოსწავლე გახდება.