მარჯვე ცხენოსანს, ალხას ჩამბას ცოლის სიკვდილის შემდეგ შვილებიც მიატოვებენ და ქალაქში გადასახლდებიან. ამაყი მოხუცი ეზო-კარის დაცარიელებას მტკივნეულად განიცდის. გადაწყვეტს, შვილიშვილი მაინც დაუბრუნოს სოფელს, მით უმეტეს, რომ მშობლების გაყრის შემდეგ ბიჭი ინტერნატში იზრდება. ალხასი მალე დარწმუნდება, რომ შვილიშვილი იმედს გაუმართლებს და მის ოჯახში ტრადიციების ღირსეული გამგრძელებელი, მამაცი მხედარი გაიზრდება.