დაიბადა თბილისში 1942 წლის 10 მარტს. 1959 წელს დაამთავრა თბილისის მე–7 რკინიგზის საშუალო სკოლა. იმავე წელს ჩააბარა თეატრალურ ინსტიტუტში სამსახიობო ფაკულტეტზე, სადაც ისწავლა სამი წელი პედაგოგების დ. ალექსიძის და გ. სარჩიმელიას ჯგუფში. შემდგომ შეიცვალა პროფესია და დაამთავრა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი. ამჟამად მუშაობს თბილისის მე–5 სამშობიარო სახლის უფროს ორდინატორად.