თბილისელი გიო და სოხუმელი სნაიპერი სპარტაკა აფხაზეთის ომში გაიცნობენ ერთმანეთს. გიოს და სპარტაკას ქართველი გენერალი დავალებას აძლევს - მათ აზერბაიჯანიდან (ყარაბაღიდან) ჭურვები უნდა ჩამოიტანონ, ჭურვების შესაძენი ფული კი თბილისში მდებარე ნავთობბაზის დირექტორს უნდა გამოართვან. გიო სპარტაკას თავისი მეგობრის, გოგლიკოს მისამართს აძლევს. გიოს თქმით, გოგლიკო შეძლებს მეგზურობა გაუწიოს სპარტაკას და ჭურვების შოვნაში დაეხმაროს.