დაიბადა 1974 წლის 29 აგვისტოს თბილისში. 1991–1996 წლებში სწავლობდა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო–ეკონომიკის ფაკულტეტზე. 1994–1997 წლებში თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის კინოსა და თეატრის ინსტიტუტის სასცენარო ფაკულტეტზე (ერლომ ახვლედიანის სახელოსნო), 2004–2006 – სცენარისტთა და რეჟისორთა უმაღლეს კურსებზე მოსკოვში (ხოტინენკო, ფენჩენკო და ფინის სახელოსნო).