დაიბადა სოფ. ძველ აბაშაში 1893 წლის 3 (15) მაისს. 1911 წელს დაამთავრა ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზია. სწავლობდა პეტერბურგის, კენიგსბერგის, ლაიფციგის, მიუნხენის, ბერლინის უნივერსიტეტებში. 1919 წელს დაამთავრა ბერლინის უნივერსიტეტი. მოიპოვა ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი.სამწერლო მოღვაწეობა დაიწყო როგორც პოეტმა და პუბლიცისტმა. პირველი ლექსი გამოაქვეყნა 1909 წ. წერდა კ. აბაშისპირელის ფსევდონიმით. იყო რედაქტორი შემდეგი პერიოდული გამოცემების, ხელმძღვანელობდა მწერალთა აკადემიურ ჯგუფს.1944 წ. აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრად. 1965 წ. მიენიჭა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია. დაკრძალულია თბილისში, კოლხური კოშკის (თავისი სახლი) ეზოში.