მოჯამაგირე რობერტის თაოსნობით და ღარიბი გლეხობის მხარდაჭერით გერმანელ კოლონისტთა შორის კოლმეურნეობა "როტე ფანე" ანუ "წითელი დროშა" ჩამოყალიბდება. კულაკების აგიტაციის გავლენით კოლონისტების ნაწილი გერმანიაში გადასახლდება, სადაც მათ კრიზისი და უმუშევრობა დახვდებათ. გადასახლებულები წასვლას ნანობენ, რადგან "როტე ფანე" ძლიერდება და წარმატებებს აღწევს, კულაკი ვალტერი რობერტის მოსაკლავად დარაჯს, შაქირს მოისყიდის. მოხუცი რობერტს ვერ გაიმეტებს და ვალტერს ამხელს.