დაიბადა ოზურგეთში 1901 წლის 24 დეკემბერს. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ვიოლინოსა და კომპოზიციის კლასში (1926, პროფ. მ. იპოლიტოვ–ივანოვთან), შემდეგ დაამთავრა ლენინგრადის კონსერვატორია (1931, პროფ. ვ. შჩერბაჩოვის კომპოზიციის კლასი) 1947 წლიდან გახდა პროფესორი. 1932 წლიდან ხელმძღვანელობდა თბილისის კონსერვატორიის კომპოზიციის კლასს. იყო კონსერვატორიის რექტორი (1952–62). საქართველოს სახალხო არტისტი (1961). გარდაიცვალა პარიზში.