კულაკები ინტრიგების ხლართვით ხელს უშლიან არშაულას მთის აფეთქებას და მისი წიაღიდან ანდეზიტის მადნის მოპოვების საქმეს. არშაულა წმინდა მთად არის მიჩნეული. ამ საბაბით ბობოლები ფანატიკოს მორწმუნეთა ამხედრებას ცდილობენ საქმის ჩასაშლელად. სოფლის კრების გადაწყვეტილებით არშაულას ააფეთქებენ. კულაკი ბერდია ასაფეთქებელ ზონაში მოჯამაგირეს გზავნის, რომელმაც ბევრი იცის მისი პროვოკაციების შესახებ. გულუბრყვილო ნასყიდა მთის აფეთქებისას იღუპება.