დაიბადა დაბა ხონში 1907 წლის 2 ოქტომბერს. 1924 წელს დაამთავრა მეორე ეკონომიკური ტექნიკუმი, 1929 წელს თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი. 1924-1932 წ.წ. ასწავლიდა საშ. სკოლებში ხატვას, ხოლო 1932 წლიდან მოღვაწეობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში, პარალელურად მუშაობდა სხვადასხვა თეატრში მხატვრად. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1946). საქართველოს სახალხო მხატვარი (1965).