დაიბადა 1911 წლის 15 ივნისს ჩოხატაურის რ-ნის სოფ. ხიდისთავში. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში სწავლის პარალელურად დაამთავრა თბილისის ერთ-ერთი თეატრალური სტუდია. 1932-1936 წლებში მუშაობდა შოთა რუსთაველის საწელობის სახელმწიფო თეატრში, სხვადასხვა დროს მსახიობად მუშაობდა სოხუმის ქართულ, ჭიათურის, ჩოხატაურის და გორის თეატრებში. 1954 წლიდან პენსიაზე გასვლამდე კი იყო ფოთის ვ.გუნიას სახელობის თეატრის ერთ-ერთი წამყვანი მსახიობი. იყო თეატრალური საზოგადოების აქტიური წევრი. საქართველოს დამსახურებული არტისტი (1965).