მოლარე ზნაჩკოვსკი კავკასიელ ხალხთა ყოფა-ცხოვრებისა და ტრადიციების ამსახველი წიგნების კითხვით არის გატაცებული. ამ გატაცებას მისი ცოლიც იზიარებს. ქალი შემთხვევით ქართველ კინომსახიობს გაიცნობს, სახლში მიიწვევს და სტუმრის ნაამბობით მოხიბლული, მასთან ერთად საქართველოში გამგზავრებას გადაწყვეტს. ცოლის საძებნელად სადგურში მისული ზნაჩკოვსკი ცდუნებას ვერ გაუძლებს და მატარებელს საქართველოსკენ გაყვება. თბილისისა და საერთოდ, კავკასიის ხილვით ბედნიერი მოლარე შინ კავკასიურად გამოწყობილი დაბრუნდება. მას შემდეგ, რაც იძულებული გახდება წუღა-მესტი მეეზოვის დახმარებით გაიხადოს, ზნაჩკოვსკის თვალში კავკასიური ეგზოტიკა ხიბლს დაკარგავს.