სტეფანე პეტროვს, რომელსაც თანამემამულეთა სახელით მოსკოვში წერილი უნდა ჩაეტანა ლენინთან, გზად კულაკები მოკლავენ. პეტროვის ნაცვლად ამ მისიის შესრულებას მისი მეუღლე ვარვარა იკისრებს, მაგრამ გზაში ლენინის გარდაცვალების ამბავს შეიტყობს. წითელ მოედანზე სტალინი ფიცს დებს, რომ ბელადის საქმის გამგრძელებელი იქნება. ვარვარა წერილს მას გადასცემს... გადის დრო. მეორე მსოფლიო ომის დამთავრების და ფაშიზმზე გამარჯვების აღსანიშნავ საზეიმო აღლუმში ვარვარაც მონაწილეობს შვილებთან ერთად – სტალინი მას ძველი ნაცნობივით ხვდება.