დაიბადა ქ. მოსკოვში 1900 წლის 23 თებერვალს. 1921-29 წ.წ. იყო პირველი მუშათა თეატრის ”პოლიტკულტურის” მსახიობი, 1929-31 წ.წ. - ვ. მეირხოლდის სახ. თეატრის, 1932-50 წ.წ. - რევოლუციის თეატრის, 1950-57 წ.წ. - მცირე აკადემიური თეატრის, ხოლო 1958 წლიდან ვ. მაიაკივსკის სახ. აკადემიური თეატრის მსახიობი. ლენინური პრემიის ლაურიატი (1959), სსრკ-ს სახელმწიფო პრემიის ლაურიატი (1949, 1951), სსრკ-ს სახალხო არტისტი (1965).