საქართველოს სამხედრო გზაზე, პატარა სოფელში შტაბსკაპიტანი მაქსიმ მაქსიმიჩი და უცნობი რუსი ოფიცერი ღამეს ერთ ჭერქვეშ გაათევენ. მაქსიმიჩი ახალ ნაცნობს ჩერქეზი ქალისა და ტყვე რუსი ოფიცრის ამბავს უამბობს. ქალს ტყვე შეყვარებია და გაუპარებია, მაგრამ გაქცეული მთიელის ტყვიას მოუკლავს. სასოწარკვეთილი ქალი კლდიდან გადაჩეხილა. იმ ღამეს ოფიცერი მაქსიმ მაქსიმიჩის ძველი ნაცნობის, პროპორშჩიკ პეჩორინის დღიურების კითხვაში გაათენებს, რომლებიც მაქსიმიჩს გარდასულ დღეთა მოსაგონრად შეუნახავს.