მე-19 საუკუნის 30-ანი წლების პიატი-გორსკი. დამსვენებლები, მაღალი წრის მანდილოსნები უკვე შეეჩვიენ ერთმანეთს და თავიანთ თაყვანისმცემლებს. პეჩორინის ჩამოსვლამ, რომელიც თავისი უცნაურობებით საკმაოდ ცნობილი იყო პეტერბურგისა და მოსკოვის საზოგადოებაში, დიდი ინტერესი გამოიწვია. წარმატებასა და თვითნებობას შეჩვეულ პეჩორინს თავი მაღლა უჭირავს, რაღაც ახალს და არაჩვეულებრივს ეძებს, უფერული საზოგადოება მოწყენილობას ჰგვრის. პეჩორინი გაიცნობს თავადის ასულ მერის და თავგზას აუბნევს ახალგაზრდა ქალს. მერი მოსწონს იუნკერ გრუშნიცკისაც, მაგრამ პეჩორინი ადვილად ახერხებს მერის წინაშე გრუშნიცკის დამცირებას. პეჩორინს თვალყურს ადევნებენ, მასზე და თავადის ასულზე ჭორებს ავრცელებენ. ამის გამო პეჩორინი დუელში გამოიწვევს გრუშნიცკის და სასიკვდილოდ დაჭრის. დუელის შემდეგ პეჩორინს ჩამოაქვეითებენ და გადაასახლებენ. წასვლის წინ პეჩორინი ლიგოვსკების ოჯახში მიდის. მერის დედა დარწმუნებულია, რომ პეჩორინმა მერის გამო გამოიწვია გრუშნიცკი დუელში და თანახმაა, ქალიშვილი მიათხოვოს მას, მაგრამ პეჩორინი აღიარებს, რომ არასოდეს ჰყვარებია თავადის ასული მერი.