მთიან სოფელში დაბანაკებული პიონერები სამკურნალო მცენარეებს აგროვებენ. ტყის მცველის შვილი ლეო ბავშვებს თავს არიდებს – შიშობს, რომ მამის ნაჩუქარ დათვის ბელს წაართმევენ. ბიჭი შემთხვევით პიონერების შეგროვილ ბალახეულს ცეცხლს გაუჩენს. ხანძარს გაჭირვებით ჩააქრობენ. ბანაკის ხელმძღვანელობა ლეოს არ დასჯის. პირიქით, მას პიონერთა რაზმში ჩარიცხავენ.