რუსეთის იმპერიის სამხედრო ორკესტრის პირველი კორნეტი სტრეშნიოვი ერთგულად ემსახურება თეთრგვარდიელ პოლკოვნიკ გარაბურდას, მოთმინებით იტანს ხელზე მოსამსახურის მონურ შრომას, რევოლუციის არაფერი სწამს, მაგრამ როდესაც გაიგებს, რომ პოლკოვნიკ გარაბურდას მისი შვილის პოლკის განადგურება აქვს განზრახული, დაუყოვნებლივ აცნობებს ვაჟს საფრთხის შესახებ და რევოლუციონერების მხარეს გადავა.