რუსეთში ოქტომბრის რევოლუციის გამარჯვების შემდეგ პირველი მსოფლიო ომის დროს საფრანგეთში მყოფი რუსი ჯარისკაცები სამშობლოში დაბრუნებას მოინდომებენ, მაგრამ საფრანგეთის მთავრობა მათ საკონცენტრაციო ბანაკში გამოამწყვდევს. პროვოკატორის დახმარებით ჯარისკაცებს გემზე შეიტყუებენ, რომელმაც მაროკოში კოლონიური ჯარებისთვის მოხალისეები უნდა გადაიყვანოს. პროვოკაცია შემთხვევით გამჟღავნდება. ჯარისკაცები ეკიპაჟს შეიპყრობენ და გემს სამშობლოსკენ უცვლიან გეზს.