დაიბადა ქ. კოვნოში (ახლანდელი კაუნასი - ლიტვა) 1885 წლის 5 აპრილს. დაამთავრა კაუნასის გიმნაზია. 1904 წელს გახდა პეტერბურგის უნივერსიტეტის სტუდენტი. რევოლუციური მოღვაწეობის გამო დააპატიმრეს. 1906 წლიდან ცხოვრობდა ემიგრაციაში, შვეიცარიაში. 1926 წელს დაბრუნდა სსრკ–ში. ცხოვრობდა და მოღვაწეობდა კავკასიაში, ლიტვაში, აშშ–ში, ბერლინში, რიგაში. იყო ხელოვნებათმცოდნე, მწერალი, დრამატურგი, ჟურნალისტი, ლექტორი. 1927–28 წ.წ. იყო ჟურნალის ”თანამედროვე თეატრი” პასუხისმგებელი რედაქტორი. 1931 წლიდან ცხოვრობდა ბერლინში, 1932 წლიდან პარიზში.